ხვალ, თელავში „ძველი ბაღის“ ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალი „თელავინო 2015“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:24 | 03.10.2015
ნანახია: 1872

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 4 ოქტომბერს, თელავში „ძველი ბაღის“ ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალ „თელავინო 2015“გაიმართება. 

ფესტივალი, ქართული ღვინის დღეს  ტარდება და

წარმოდგენილი იქნება დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის

ღვინო, ჭაჭა, სხვა სასმელებდა ქართულტრადიციულკერძებ.

„თელავინოს“ სტუმრებს ეძლევათ უნიკალური საშუალება  დააგემოვნონ საუკეთესო ქართული ღვინო . ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თემატური ნამუშევრები (ფოტო, მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.  ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ფოლკლორი. (ცეკვა, სიმღერა)

ფესტივალი  „კახეთის მეღვინეთა გილდიისა და  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

 

ღვინის ფესტივალი „თელავინო 2015“

პროგრამა

13:00-13:30

ფესტივალ „თელავინო“-2015-ის საზეიმო გახსნა;

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილისა და თელავის მერის პლატონ

კალმახელიძის მისასალმებელი სიტყვა, ქართული ღვინის დღის მილოცვა

საზოგადოებისთვის. პირდაპირი ჩართვა თელავიდან;

13:00 – 17:00

100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა

ექსკლუზიურ ფასად; ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება;

თელაველი მხატვრებისა და ქართული რეწვის ნამუშევრების ექსპოზიცია;

სპეციალურად მოწყობილი საშემოდგომო პავილიონების დათვალიერება და

სამახსოვრო ფოტო-სესიაში მონაწილეობა;

14:00 საათიდან - კონცერტი ადგილობრივი ეროვნულ-ფოლკლორული და

თანამედროვე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალურ

შემსრულებელთა მონაწილეობით;

17:00 – 18:00 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ღვინის ეროვნული

სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი, სიტყვით გამოსვლა და შეკრებილი

საზოგადოებისთვის ღვინის დღის მილოცვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე