ისლანდიის პრემიერი ”პანამის დოკუმენტების” გასაჯაროების შემდეგ გადადგა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 06.04.2016
ნანახია: 1618

ისლანდიის პრემიერი სიგმუნდურ გიუნლეიგსონი გადადგა. გადაწყვეტილება მან ე.წ. პანამის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ მიიღო. დოკუმენტების გამოქვეყნებას ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. დეპუატებმა კი პრემიერს უნდობლობა გამოუცხადეს.

თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი გადადგომას არ აპირებდა და პრეზიდენტს პარლამენტის დაშლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სთხოვდა, თუმცა მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება მაინც გააკეთა.

გავრცელებული ცნობით, პრემიერი საინვესტივიო ფონდ უინტრისს ფლობდა. 2009 წელს კი კომპანიის 50 პროცენტი საკუთარ მეუღლეს 1 დოლარად მიჰყიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე