მედია ანჯელინა ჯოლის ავადმყოფური სიგამხდრის გამო შეშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 14:50 | 05.04.2016
ნანახია: 1929

ჰოლივუდის მახიობს ანჯელინა ჯოლის მისი უკიდურესად მცირე წონის გამო სიკვდილი ემუქრება. ბრიტანული ტაბლოიდის nationalenquireruk.com-ის მონაცემებით, ვარსკვლავი 35 კგ-ს იწონის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსახიობის მეგობრები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი მისი ჯანმრთელობის გამო და ურჩევენ ექიმებს მიმართოს. ”ჯოლის უკვე აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გაართვას თავი პრობლემას”, - წერს გამოცემა.

წონის მკვეთრი კლების მიზეზებზე საუბრისას ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ მსახიობი კიბოთი იყოს დაავადებული. თუმცა უფრო დამაჯერებელ დიაგნოზად ანორექსია განიხილება.

მანამდე დასავლური პრესა წერდა, რომ მსახიობის უჩვეულო სიგამხდრე არეული ოჯახური ცხოვრების გამო ნერვიულობამ გამოიწვია. ვარსკვლავური წყვილის ახლო მეგობარმა პრესას განუცხადა, რომ ბრედ პიტი ცოლს ღალატობს, ჯოლის კი ამის ატანა აღარ შეუძლია და გამუდმებით სკანდალებს აწყობს.

მედიის მტკიცებით, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის ქმრის ღალატს და ნერვული აშლილობის ზღვარზეა. ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ ბრედ პიტი დაიღალა ცოლის სკანდალებითა და ჭირვეულობით და მასთან განქორწინებისთვის ემზადება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე