ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი ძალაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 05.04.2016
ნანახია: 1661

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოსთვის რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დღეიდან შევიდა. 

სავჩენკოს ადვოკატებს განაჩენის გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა მსჯავრდებულმა გასაჩივრებაზე უარი განაცხადა. ადვოკატების თქმით, ნადეჟდა სავჩენკო ხვალიდან ისევ შიმშილობის დაწყებას აპირებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლება, სასჯელის სამშობლოში მოხდის მიზნით, რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემას მოსთხოვს. 

 ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობისა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნეს. 22 მარტს მას როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე