აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ”სმერჩის” გამოყენებას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 05.04.2016
ნანახია: 1495

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ”სმერჩის” გამოყენების შესახებ უარყო.

”აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არის ”სმერჩის” სისტემები, მაგრამ ჯერ ისინი არ გამოგვიყენებია”, - განაცხადა თავდაცვის უწყების პრეს-სპიკერმა ვაგიფ დიარგიახლიმ.

როგორც ცნობილია, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი ”სმერჩის” გამოყენებაში დაადნაშაულა და ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გამოაქვეყნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე