პანამის პროკურატურა ოფშორულ ზონაში ფულის გათეთრების საქმეს გამოიძიებს

საქართველო, თბილისი - 12:38 | 05.04.2016
ნანახია: 1669

პანამის პროკურატურა გამოიძიებს გადასახდების დამალვისა და ფულის გათეთრების საქმეს. როგორც Sky News-ი იტყობინება, პანამის პროკურატურამ გამოძიების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსების მიერ ოფშორების გამოყენების შესახებ.

”ნაციონალური და საერთაშორისო მედიის მიერ მოყვანილი ფაქტები, ტერმინის ”პანამის დოკუმენტების” გამოყენებით, სისხლის სამართლის გამოძიების საგანი გახდება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს ავსტრალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა.

3 აპრილს ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ოფშორული ანგარიშები გაასაჯაროვა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე