ნოდარ ხადური: ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად ამოწურულია

საქართველო, თბილისი - 13:22 | 21.09.2015
ნანახია: 2097

 

ფინანსთა მინისტრი ლარზე მოქმედ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ამოწურულად აცხადებს. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან ოპერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება.

„ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს, გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია,“ - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ. „მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ,“  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე