მთიან ყარაბაღში ადგილობრივები კონფლიქტის ზონის სოფლებსა და ქალაქებს ტოვებენ

საქართველო, თბილისი - 12:14 | 05.04.2016
ნანახია: 1755

მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. საბრძოლო მოქმედებების ზონაში რამდენიმე სოფელი დაიბომბა. ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, სომეხი სამხედროები სტეფანაკერტს ჯერჯერობით არ ტოვებენ, არაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

კონფლიქტის ზონის სოფლებსა და ქალაქებს ტოვებენ ადგილობრივები, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კატეგორიულად გამორიცხეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა ძალებმა შეძლეს რამდენიმე სოფელზე კონტროლის აღდგენა.

“3-4 აპრილის ღამით მოწინააღმდეგემ ჯავშანტექნიკის გამოყენებით ახალი შეტევა განახორციელა. საარტილერიო ცეცხლი არმიისა და დასახლებული პუნქტების მისამართით გახსნეს. დღეს დილით ყარაბაღის თავდაცვითი არმიის შეტევის შედეგად დაკარგული საბრძოლო პოზიციების დაბრუნება მოხდა. ბრძოლები კაზახლარ-ნუზგერის მიმართულებით გრძელდება. მოწინააღმდეგემ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. დაღუპულია 300-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. ყარაბაღის არმიის მხრიდან 20 მებრძოლია გარდაცვლილი, ხოლო დაჭრილია 72,” - განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, გენდაპეტ არასტარიანმა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, კატეგორიულად უარყოფენ ინფომრაციას, იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები მონაწილეობას იღებენ შეტაკებებში. თუცა საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსული ჯავშანტექნიკაა მობილიზებული რეგიონში. სომხური მედიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი კონფლიქტის ზონაში დიდი რაოდენობით აგზავნის სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე