მკვლევარი: შექსპირის პიესები ვენეციელი მუსიკოსების ქალიშვილის შექმნილია

საქართველო, თბილისი - 15:58 | 04.04.2016
ნანახია: 2382

უილიამ შექსპირის ცნობილი პიესები ქალის შექმნილია. შესაბამის დასკვნას ინგლისელი დრამატურგის შემოქმედების მკვლევარი ჯონ ჰადსონი აკეთებს.

უფრო მეტიც, ჰადსონის ახალ წიგნში Shakespeare's Dark Lady ნათქვამია, რომ უილიამ შექსპირის სახელის უკან ”შავთმიანი იუდეველი ამელია ბასანო” იმალებოდა. მკვლევარის ინფორმაციით, ბასანო 1569 წელს ვენეციელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ის თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასახლდა ლონდონში. ამელია და მისი ნათესავები დედოფალ ელისაბედ პირველის სასახლის კარის მუსიკოსები იყვნენ.

ამელია ჰანდსონის პირველი ბარონის ლორდ ჰენრი კერის საყვარელი იყო. ჰადსონის ცნობით, ამელიას ასევე რომანი ჰქონდა პოეტთან და დრამატურგთან ქრისტოფერ მარლოსთან, რომლისგანაც დაორსულდა. როგორც ექსპერტმა გაარკვია, ამელიას ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობამ სიკეთე ვერ მოუტანა. ის სიღარიბეში 1645 წელს გარდაიცვალა.

მაინც რატომ ვარაუდობს ჰადსონი, რომ სწორედ ამ ქალმა დაწერა პიესები , რომლის ავტორადაც შექსპირია აღიარებული? ინგლისელ დრამატურგზე ცნობილია, რომ ის დაიბადა და მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, იმ დროს, როდესაც მისი ნაწარმოებების სიუჟეტები ძირითადად იტალიაში ვითარდება. პიესების ავტორი ამ ქვეყნის იმ დროინდელი ცხოვრების საუკეთესო ცოდნას ამჟღავნებს.

ასევე მეცნიერი მიიჩნევს,რომ შემთხვევითი არ არის ის რომ პიესაში ”ოტელო” ჩნდება პერსონაჟი სახელად ემილია (ამელია?), ”ვენეციელ ვაჭარში” კი მთავარი გმირის გვარი ბასანიოა (ბასანო). თუმცა უნდა ითქვას, რომ მკვლევარის მტკიცების მიუხედავად, სამეცნიერო წრეებში ჰადსონის თეორიას სკეპტიკურად უყურებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე