სირიაში ავიაიერიშებს „ალ-ნუსრის ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 04.04.2016
ნანახია: 1476

სირიაში ავიაიერიშებს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ნუსრის ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, აბუ ფირასი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს. 

აბუ ფირასი იერიშის დროს იდლიბის პროვინციაში საველე მეთაურებთან შეხვედრას მართავდა. მასთან ერთად, დაიღუპა კიდევ 20-მდე ჯიჰადისტი, მათ შორის აბუ ფირასის ვაჟიც. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა ავიაიერიში, სირიის ავიაციამ თუ რუსეთის საჰაერო ძალებმა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე