აზერბაიჯანის მტკიცებით, ყარაბაღში სომხური სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 04.04.2016
ნანახია: 1433

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სომხური მხარის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.

”აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმებით განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი”, - ნათქვამია უწყების პრეს-სამსხურის განცხადებაში, მისივე ვერსიით, ”შედეგად ლიკვიდირებულია სამხედრო მოსამსახურეების დიდი რაოდენობა, მათ შორის მაღალი ჩინის ოფიცრებიც”. პრეს-სამსახურმა ჩატარებული ოპერაციის ამსახველი ვიდეო-კადრების გავრცელების პირობაც დადო.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი ირწმუნებიან, რომ ცოცხალი ძალის უპრეცედენტო დანაკარგი აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. მათი მტკიცებით ამ დროისთვის ბრძოლების შედეგად 300 აზერბაიჯანელი ჯარისკაცია დაღუპული. ამ ცნობას ოფიციალური ბაქო არ ადასტურებს. მისი განცახდებით, აზერბაიჯანმა 15 სამხედრო დაკარგა.   

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე