თბილისში 22 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 04.04.2016
ნანახია: 1486

თბილისში 22 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას თავში ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც ტელეკომპანია რუსთავი-2 იტყობინება, შემთხვევა გლადანში გამთენიისას მოხდა. მოკლულის მეგოებრები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, დაჭრილია მათი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიემა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე