პენსილვანიაში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 04.04.2016
ნანახია: 1385

ორი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა ამერიკაში პენსილვანიის შტატში სარგინიგზო ავარიისას. ტრაგედია ქალაქ ფილადელფიიდან 30 კმ-ის მოშორებით მოხდა. მატარებელი ექსკავატორს დაეჯახა და რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაღუპულები მუშები არიან, რომლებიც შეჯახების მომენტში გზაზე იმყოფებოდნენ. დაშავებულთა უმეტესობა პირველ ვაგონის მგზავრი იყო. თუ როგორ აღმოჩნდა ექსკავატორი რელსებზე, უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე