აზერბაიჯანული მხარე კიდევ სამი სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

საქართველო, თბილისი - 11:42 | 04.04.2016
ნანახია: 1531

სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა მთიან ყარაბაღში ღამით მიმდინარე საომარი მოქმედებისას. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრო იუწყება.

გასულ ღამეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გრძელდებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას კონფლიქტის ორივე მხარე ადასტურებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა სამი აზერბაიჯანული ტანკი გაანადგურეს, თუმცა ბაქო ამ ინფორმაციას უარყოფს.

მანამდე არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აცახდებდა, რომ აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღის პოზიციებსა და ფრონტის ხაზთან მდებარე სომხურ დასახლებებს ტყვიამფრქვევებით ცხრილავდა.

ამასთან აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსხური აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაციას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ.

მანამდე აზერბაიჯანის მიერ ოფიციალურად გავრცელდა ცნობა 12 აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ, თუმცა სომხეთი უპილოტო საფრენი აპატარის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მათზე ჩანს 21 დაღუპული.

ოფიციალური ერევანი 18 დაღუპული სომეხი ჯარისკაცის და 35 დაჭრილი სომეხი სამხედროს შესახებ ავრცელებს ცნობას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე