პაკისტანში წყალდიდობას 53 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 04.04.2016
ნანახია: 1696

სულ მცირე 53 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში წყალდიდობას. სტიქია მოსახლეობას თავს დაატყდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სადაც ძლიერი წვიმები ორი დღის წინ დაიწყო.

წინამუსონური წვიმები ხშირად იწვევს ნგრევასა და მსხვერპლს, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას ურჩევს შედარებით უსაფრთხო ადგილბეში გადავიდეს.

ძლიერი წვიმების გამო ათობით ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტები და მედიკამენტები გაგზავნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე