მიგრანტების პირველი ჯგუფი თურქეთში დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 04.04.2016
ნანახია: 1421

მიგრანტების პირველი ნაკადი თურქეთში დაბრუნდა. Sky News Arabia-ის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულებიდან ლესბოსიდან და ხიოსიდან იზმირის პროვინციაში 202 ლტოლვილი ჩავიდა. მიგრანტებს შორის პაკისტანის, ავღანეთისა და სირიის მოქალაქეები არიან.
4 აპრილს ძალაში შევიდა არალეგალი მიგრანტების დაბრუნების სქემა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თურქეთთან შეათანხმეს გეგმა მიგრაციის კრიზისის წინააღმდეგ. შეთანხმება ითვალისწინებს ყველა არალეგალის თურქეთში დაბრუნებას, რომლებიც საბერძნეთში თურქეთის ტერიტორიიდან გადავიდნენ, ასევე ევროკავშირის მიერ თურქეთიდან ლეგალი სირიელი მიგრანტების მიღებას.

ევროკავშირის წევრი ქვყენბის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს გეგმა მიგრანტების გადამყვანების ბიზნესს აღკვეთს, რომლებიც დაკავებულ არიან ეგეოსის ზღვით ადამიანების სახიფათო ტრასპორტირებით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე