მოსულში თურქეთის საკონსულოს შენობა ავიადარტყმების შედეგად განადგურდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 04.04.2016
ნანახია: 1450

ერაყის ქალაქ მოსულში თურქეთის საკონსულოს შენობა უპილოტო საფრენი აპარატის ავიდარტყმის შედეგად განადგურდა. საფრენი აპარტი საერთაშორისო კოალიციას ეკუთვნოდა. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსზე დაყრდნობით იტყობინება.

თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას 2014 წლის ივნისიდან ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები იკავებდნენ. ლიკვიდირებული ტერორსტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსულს ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერაყში თავიანთ დედაქალაქად მიიჩნევენ. ის 2014 წელს ერაყის არმიამ ფაქტობრივად უბრძოლველად დათმო. ამჟამად მოსულის გათავისუფლება და ქალაქზე სრული კონტროლის აღდგენა სამთავრობო არმიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე