გაერო: მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 04.04.2016
ნანახია: 1511

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 33 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტრაული საკითხების კოორდინაციის სამმართველო ავრცელებს.

“სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროების თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 30 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მცხოვრები. დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირების რაოდენობა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის. არაოფიციალური წყაროების მიხედვით, მათი რაოდნეობა 200-ს აღემატება”, - ნათქვამია გაერო-ს დოკუმნეტში.

ამავე დროს გაერო არ ფლობს ინფორმაციას ინფრასტრუქტურის დაზიანდების, სამოქალაქო პირების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული საჭიროებების შესახებ. “აზერბაიჯანის მთავრობამ გვაცნობა, რომ  მოსახლეობის შიდა გადაადგილება არ შეინიშნება, სომხეთის მხრიდან კი 50-მა ადამიანმა დროებითი თავშესაფარი ერევანში ითხოვა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას არ საჭიროებენ”, - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

გაერო-ს მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე