მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში ვითარება კვლავ დაძაბულია

საქართველო, თბილისი - 10:20 | 04.04.2016
ნანახია: 1549

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. აზერბაიჯანის თავადცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით დაძაბულობა შეიმჩნევა ადგერი-ტარტერის მიმართულებით. ”გაცილებით დაძაბულია ვითარება ადგერი-ტარტერის მიმართულებით, სადაც ღამით ცვალებადი ინტენსივობით საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ფიზული-ხოჯავენის მიმართულებით კი სიტუაცია შედარებით სტაბილურია”, -განუცხადა ჟურნალიტებს უწყების წარმომადგენელმა.

შეტაკებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების პრეს- სამსახურში ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები კონფლიქტურ ზონაში დაწინაურდნენ და ახალი პოზიციები დაიკავეს, თუმცა ინფორმაცია უარყო ოფიციალურმა ბაქომ.

აზერბაიჯანის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 12 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. ოფიციალური ერევანი 18 დაღუპული სომეხი ჯარისკაცის და 35 დაჭრილი სომეხი სამხედროს შესახებ ავრცელებს იტყობინება.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე