პარიზში გაზის აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 01.04.2016
ნანახია: 1534

პარიზის ცენტრში გაზის აფეთების შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ფრანს პრესის ინფორმაციით აფეთქება ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

მანამდე პარიზის პოლიციამ დაადასტურა, რომ აფეთქების მიზეზი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი გახდა.

თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტოსურათები, რომლებზეც კვალმში გახვეული შენობებია აღბეჭდილი.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე