თურქეთში ”ისლამური სახელმწიფოს” 15 სავარაუდო მებრძოლი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 01.04.2016
ნანახია: 1548

თურქეთში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი 15 ეჭვმიტანილი დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქმა ძალოვნებმა ქალაქ იზმირში ”ისლამური სახელმწიფოს” 15 სავარაუდო მებრძოლი აიყვანეს. მათ ოთხი ავტომატი და ტერორისტულ დაჯგუფებაში საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები აღმოაჩნდათ.

ასევე ტელეკომპანია CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთის პოლიცია ”ისლამური სახელმწიფოს” კიდევ ხუთ მებრძოლს ეძებს. მედიის ცნობით, თურქმა ძალოვნებმა ტერორისტების შესახებ ინფორმაცია უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსხურებისგან მიიღეს. მათ ხელში ჩაუვარდათ ტერორისტების ფოტოსურათები, გვარები, ასევე მონაცემები იმის შესახებ თუ ბოლოს სად იყვნენ შემჩნეული სავარაუდო დამნაშავეები.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე