შსს-ს მომსახურების სააგენტოს გაეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველო, თბილისი - 13:10 | 01.04.2016
ნანახია: 1533

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია. სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.

გაეროს წარმომადგენლებმა სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცესს დაესწრნენ.

დელეგაციის წევრებმა პრაქტიკული გამოცდის ავტომობილით საგამოცდო მოედანზე თავად გაიარეს. ვიზიტის ბოლოს, უცხოელ სტუმრებს სააგენტოსგან საჩუქრად სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშნები გადაეცათ.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე