„რას მივედით პროკურატურაში? მეტის ღირსები ვართ“ - ჟურნალისტი თავდაცვის მინისტრს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 01.04.2016
ნანახია: 1831

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკსტატუსს ეხმაურება.

„Beso Zanguri ჩვენი ბრალი ყოფილა მთელი დღე თავი რომ გავიგიჟეთ ზედ გადაფარებით და დაცვით და იმით რომ არც სქესი და არც არაფერი ნიშანი არ წამოგვცდა... მეტის ღირსები ვართ.... რაც გძულდეს და რასაც ებრძოდე ის დაგაბრალონო....

რა გვინდოდა, რას მივედით პროკურატურაში.ვყოფილიყავით ჩუმად...ასეა ხალხი ალბათ ნაჩვევი და „ეს შენ გეხება“ მხოლოდ ფარსია. როგორც კი მართლა დააპირებ ბრძოლას, მაშინვე აქეთ დაგდებენ ბრალს და ტალახს გესვრიან. არაუშავს.... ამასაც გადავიტანთ.. არადა გულით მჯეროდა და რა ვქნა, ახლაც მჯერა რომ ტყუილს და ცილისწამებას უნდა შეებრძოლო - მათ შორის შენს წინააღმდეგაც! რა უხერხულია, როცა უსამართლოდ გირტყამენ .... როცა რეალური დამნაშავის ნაცვლად შენზე იწმენდენ ხელებს მხოლოდ იმის გამო, რომ ეცადე სოლიდარული ყოფილიყავი“, - წერს მაკა რაზმაძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე