ვაშინგტონმა სირიაში სკოლისა და საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტი დაგმო

საქართველო, თბილისი - 11:20 | 01.04.2016
ნანახია: 1515

ვაშინგტონმა დამასკოს გარეუბანში სკოლისა და საავადმყოფოს დაბომბვის გამო აღშფოთება გამოთქვა.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ შეტევას”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დეირ ალ-ასაფირში ავიადარტყმებს გუშინ 20 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა.

თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმები, ჯერჯერობით უცნობია, ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე