ინდოეთში ესტაკადის ნანგრევების ქვეშ დარჩენილი ადამიანების გამოყვანა ვერ ხერხდება

საქართველო, თბილისი - 10:56 | 01.04.2016
ნანახია: 1535

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ათობით ადამიანის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შემთხვევის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისათვის მაშველებმა 90 ადამიანი გადაარჩინეს, ზოგიერთი მათგანის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ესტაკადა გუშინ ჩამოინგრა. მისი მიზეზები უცნობია, წინასწარი ინფორმციით, ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა უხარისხო მშენებლობა და სამშენებლო მასალების ნაკლებობა გამხდარიყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე