რუსეთმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 01.04.2016
ნანახია: 1533

ბარაკ ობამამ მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს თეთრ სახლში სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავა. ისინი ბირთვული ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ისაუბრებენ.

სამიტს რუსეთმა ბოიკოტი გამოუცხადა.

ბარაკ ობამა ვაშინგტონში უკვე მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი. პრეზიდენტებმა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე