ერდოღანი: დიარბაქირის ტერაქტის ორგანიზატორები კუთხეში არიან მიმწყვდეულნი

საქართველო, თბილისი - 10:07 | 01.04.2016
ნანახია: 1437

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მომხდარმა აფეთქებამ 7 ადამიანი შეიწირა, 27 კი დაიჭრა. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად იმყოფება, ტერაქტი დაგმო და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძირა.

მისი თქმით, ქვეყნის უსფრთხოების ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ტერორიზმს ბოლო მოეღოს და აღნიშნა, რომ აფეთქების ორგანიზატორი ტერორისტები, ”კუთხეში არიან მიმწყვდეულნი”.

დიარბაქირში ავტობუსების გაჩერებასთან აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციის დაჯავშნული ავტომობილი გადაადგილდებოდა.

ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას ქურთები შეადგენენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა მის უკან ქურთთა მუშათა პარტიას მოიაზრებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე