მაგდა პაპიძე: სული მაქვს გაგლეჯილი

საქართველო, თბილისი - 17:32 | 31.03.2016
ნანახია: 1619

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, საზოგადოებას მოუწოდა, აქცენტს ნუ აკეთებენ იმაზე, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. 
„ძალიან მიჭირს იმის გადმოცემა, რას განვიცდი, როგორც შვილმკვდარი დედა. მოვითხოვ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა, ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ იმაზე, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია. სული მაქვს გაგლეჯილი. ისინი ჩემს აზროვნებაში ცოცხლები არიან. მე თუ თავისუფლება მენდომება, მე და ჩემმა ღმერთმა ვიცით, რისთვის. მაგდა პაპიძე გაცხოველებული ითხოვდა მათ შველას“, - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლე ბადრი შონიამ მაგდა პაპიძე პატიმრობაში დატოვა. პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა.  ადვოკატის თქმით, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პაპიძემ დანაშაული ჩაიდინა. „პაპიძე გაქცევას არ აპირებს. ერთადერთი ადგილი, სადაც პაპიძე გათავისუფლების შემთხვევაში წავა, მისი შვილის საფლავია“ - განაცხადა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ. 
პროკურორის თქმით, კი არსებობს საფრთხე იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს და არსებობს პაპიძის მიმალვის საფრთხეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე