„Technomax LLP”-ს ხუთი ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

საქართველო, თბილისი - 14:28 | 02.10.2015
ნანახია: 2394

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „Technomax LLP”-ს ხუთი ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

 კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას შემოწმების მომენტისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე ეწეოდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის განსაზღვრულია ხუთი ათასი ლარის ოდენობით ჯრიმა. შპს „Technomax LLP”-სი ვალდებულია ჯარიმის თანხა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დრის ვადაში ჩარიცხოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე