საბერძნეთიდან თურქეთში მიგრანტების პირველი ჯგუფი 4 აპრილს დაბრუნდება

საქართველო, თბილისი - 15:55 | 31.03.2016
ნანახია: 1748

საბერძნეთიდან თურქეთში მიგრანტების პირველი 500-კაციანი ჯგუფის დაბრუნება 4 აპრილს იგეგმება. ამის შესახებ ფრანს პრესი ევროკომისიის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.


”არსებობს ოფიციალური ხელშეკრულება საბერძენთსა და თურქეთს შორის 4 აპრილისთვის 500 ადამიანის უკან დაბრუნების შესახებ, თუ კი ბოლო წუთისთვის რაიმე პრობლემა არ წარმოიშვა”, -განუცხადა სააგენტოს წყარომ.

წყაროსვე თქმით, 500 მიგრანტს შორის იქნებიან სირიის, ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქეები.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თურქეთთან შეათანხმეს გეგმა მიგრაციის კრიზისის წინააღმდეგ. შეთანხმება ითვალისწინებს ყველა არალეგალის თურქეთში დაბრუნებას, რომლებიც საბერძნეთში თურქეთის ტერიტორიიდან გადავიდნენ, ასევე ევროკავშირის მიერ თურქეთიდან ლეგალი სირიელი მიგრანტების მიღებას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე