თურქეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 31.03.2016
ნანახია: 1511

სომალიში თურქეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

სომალიში თურქეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სომალის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

მისი მონაცემებით, გარდაცვლილია თურქეთის ორი და სომალის ხუთი მოქალაქე, კიდევ ოთხი თურქი და ერთი კენიელი კი დაჭრილია.

გუშინ უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ავტომობილით მოძრაობდნენ, მოგადიშოში ცეცხლი გაუხსნეს თურქეთის საელჩოს. თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. მათ სომალის უსაფრთხოების ძალები ეძებენ. სავარაუდოდ თავდასხმის უკან რადიკალური დაჯგუფება ”ალ-შაბაბი” დგას.

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება 2004 წელს დაფუძნდა. 2008 წლიდან მისი წევრები რეგულარულად აწყობენ ტერაქტებს. ცოტა ხნის წინ ტერორისტმა თვითმკვლელმა სომალის ერთ-ერთ სასტუმროში თავი აიფეთქა, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე