Skype-ში საუბრები სინქრონულად გადაითარგმნება

საქართველო, თბილისი - 14:09 | 02.10.2015
ნანახია: 2060

Skype-მა ახალი სერვისი Skype Translator-ი გამოუშვა. ამიერიდან "სკაიპით" საუბრები სინქრონულად გადაითარგმნება. ახალი სერვისი უკვე ამუშავდა. მომსახურება ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ჩინურ და ესპანურ ენებზეა შესაძლებელი. 

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ახალი სერვისით, სისტემა ტექნიკურად უფრო დაიხვეწება. სერვისი ტექსტური შეტყობინებების თარგმნასაც უზრუნველყოფს. ტექსტური შეტყობინებების გადათარგმნა 50-ზე მეტ ენაზე განხორციელდება. სერვისი განკუთვნილია Windows 7, Windows 8 და Windows 10-ის მომხმარებლებისთვის. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე