ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 31.03.2016
ნანახია: 1502

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ქალაქ კოლკატაში (ძველი სახელწოდება კალკუტა) მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევისას. სააგენტო ANI-ის ინფორმაციით ნანგრევებში კიდევ ათობით ადამიანია მოყოლილი.

ინციდენტის ადგილას სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა 100-მდე ადმიანი იმყოფებოდეს. ზოგიერთის მტკიცებით, კონსტრუქციის დანგრევამდე აფეთქების ხმა გაისმა.

ამის გარდა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესტაკადის ქვეშ, სადაც საწვავის ავზები იყო განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე