საბერძნეთში მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 31.03.2016
ნანახია: 1495

საბერძნეთში პირეის უდიდეს პორტში ავღანელ და სირიელ მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ინციდენტი საღამოს დაიწყო, თუმცა შუაღამის შემდეგ უფრო გამწვავდა. ჩხუბში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

სირიელები და ავღანელები ერთამანეთს ქვებსა და შუშის ნამტვრევებს ესროდნენ. უწესრიგობების აღკევთა სპეცრაზმის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ბერძნული მედიის თანახმად, კონფლიქტის მიზეზი ავღანელი მამაკაცის სირიელ ქალზე თავდასხმა გახდა. თანამემამულეებმა ქალის დაცვა სცადეს, მალე სიტაუცია გამწვავდა და კონტროლს აღარ დაექვემდებარა.

ინციდენტი სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მომხდარის შემდეგ ხელისუფლება სირიელი და ავღანელი მიგრანტების განცალკევებას გეგმავს.

პირეის პორტში ამ დროისათვის 6 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. საბერძნეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, საიდანაც მიგრანტების უმეტესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხვდება.

საბერძნეთის ხელისუფლების მონაცემებით 2015 წელს ეგეოსის ზღვის მეშვეობით თურქეთიდან საბერძნეთში 800 ათასი ლტოლვილი გადავიდა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხვდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე