„სილქნეტი“ და „ჯეოსელი“ ერთობლივ ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენენ

საქართველო, თბილისი - 13:22 | 02.10.2015
ნანახია: 2275

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ „სილქნეტი“ და „ჯეოსელი“ ერთობლივ, ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენენ.

როგორც „სილქნეტში“ განმარტავენ, “ჯეოსელთან“ ურთიერთანამშრომლობის შედეგად, უნიკალური პროდუქტი შეიქმნა, რომელიც ყველა მსურველს საშუალებას მისცემს, გააერთიანოს სატელეკომუნიკაციო სერვისები, მიიღოს მეტი და გადაიხადოს ნაკლები.

ორი კომპანიის თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართება ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც “სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორები ლევან ბუჩუკური და პაველ სმალინსკი გამართავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე