აშშ გუანტანამოს ციხიდან 12 პატიმარს სხვა ქვეყნებში გადაიყვანს

საქართველო, თბილისი - 10:58 | 31.03.2016
ნანახია: 1544

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გუანტანამოს ციხიდან 12 მსჯავრდებულს კუბასა და სხვა ქვეყნებში გადაიყვანს.

ჯერ უცნობია, რომელ ქვეყანში გაიგზავნებიან პატიმრები, ცნობილია მხოლოდ ის რომ გუანტანამოს ბინადრებს კუბას გარდა კიდევ ორი ქვეყანა მიიღებს. მსჯავრდებულების გადაყვანა უახლოეს ხანებში მოხდება.

ამ დროისათვის გუანტანამოში სულ 90 პატიმარი იმყოფება. მათ უმეტესობას ბრალი ტერორიზმსა და სამხედრო დანაშაულებებში ედებათ. ჯერ კიდევ 2002 წელს მათი რაოდენობა 800-ს აღწევდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის შესახებ არაერთხელ განაცხადა.

მოქმედი გეგმის მიხედვით, 2016 წლის ზაფხულისთვის გუანტანამოში დარჩენილ პატიმრებს სასჯელის მოსახდელად ან მათ მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნიან, ან აშშ-ის ციხეებში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე