ნოდარ სარჯველაძე: „ქართული ოცნება“, როგორც კოალიცია, უკულტურობის სიმბოლოს წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 10:14 | 31.03.2016
ნანახია: 5184

საპარლამენტო  არჩევნებ მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ  ატალიებში აკრძალული ილეთების“ სიხირემ იმატა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტად გაუგებარ სახეს იძენს. ისიც ფაქტია, რომ  ტელევიზიის მეშვეობით  საზოგადოება ნებით და უნებლიედ ჩართულია, როგორც პოლიტიკოსებს შორის, ისე მათზე კომპრომატების გამომზეურებ პროცესში.   სოციოლოგიურ კვლევების მიხედვით, ამომარჩველის  საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის, არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსებმა კაგად იციან, რომ მათი მიზანი  მხარდაჭერის მოპოვებაა, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ის ფორმა, ომლის მეშვეობითაც  ეს პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული თემაზე „პრაიმნიუსჯორჯია“ ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა:

-როგორ შეაფასებდით საზოგადოების დამოკიდებულებას იმ პოლიტიკურ პროცესებისადმი, რამაც თემატურა მოიცვა საჯარო, ინტერნეტ და მედია სივრცე.  რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს მოსახელობა თავისი ფსიქოლოგიური თუ სოციალური განწყობებით, რომელიც ნებით და უნებლიედ პოლიტიზირებულია?

            -პირველი, რაც თვალში საცემია, ის არის, რომ  ჩვენს საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომია გაბატონებული. მოქალაქეები დაუცვლი არიან ეკონომიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად და არც ჩანს მექანიზმი, ან ძალისხმევა არც ხელისუფლებაში და არც საკუთრივ სხვა ინსტიტუტებში, რომელიც ამ დაუცველობის სინდრომს შეამსუბუქებდა. ეს არ ეხება მხოლოდ პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, ან მრავალშვილიან დედებს და ა.შ. არამედ ეხება ნებისმიერ მოქალაქეს. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური პარტიები ამ მდგომარეობის შემსუბუქების ნაცვლად, ძალაუფლებისთვის ბრძოლით გაბატონებას ცდილობენ. მთელი ეს ვითარება ხასიათდება იმით, რომ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ციებ-ცხელების ტემპერატურა უკვე საკმაოდ არის აწეული და გაზაფხულზე კიდევ უფრო ეწინა პლანზე წამოვა ის თემატიკა, რომელიც არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება. შესაბამისად, დაძაბულობის ესკალაციაც კიდევ უფრო გაიზრდება.

-პირადი ცხოვრების კომპრომატად  გამოყენება და საყოველთაო განხილვის თემად გადაქცევა, რამდენად ნორმალური წინაპირობაა იმისთვის, რომ პოლიტკური პროცესები წინასაარჩვენოდ ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს და ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცეს არჩევანი გააკეთოს ხელისუფლებაში მოსვლისთვის მიზანსწრაფულ პოლიტიკურ ძალებს შორის?

- პირადი ცხოვრების კადრების თემა უკავშირდება იმას, რომ ადამიანი აბსოლუტურად დაუცველია და კომპრომეტირების ობიექტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქეც და წინ წასული პოლიტიკოსიც. ყველა დარტყმის ქვეშ არის და ბუნებრივია, ყველაზე მწვავედ ამას წინწასული ცნობადი სახეები აღიქვამენ, რადგან მაკომპრომეტირებელი ფაქტები ძირითადად მათთვის შეიქმნა და მათზე ზემოქმედების იარაღი იყო მაშინაც, რომ ის იქმნებოდა. ახლა გამოდის, რომ ამ კომპრომეტაციის იარაღმა „ფეხი აიდგა,“  დრო და დრო ასპარეზზე გამოდის და აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. ამის უკან ვინ დგას, ეს ვარაუდების თემაა და ძნელია, ცალსახად თქვა, რომ ერთი კაცი დგას მის უკან, მითუმეტეს, რომ გამოძიების თემას წარმოადგენს, მაგრამ პრინციპში, ვერც ერთი „იარაღი ვერ გაჭრის“, თუ ამის ბაზა საკუთრივ საზოგადოებაში არ არსებობს. საზოგადოებაში მენტალური თვისება თუ რომ არსებობდეს, რომელიც მზად არის, რომ კომპრომეტაცია მწვავედ განიცადოს, მაშინ ამ იარაღს ძალა არ ექნებოდა.

-რატომ არის ეს საკითხი საზოგადოებრივი მენტალობისთვის მნიშვნელოვანი?

-საერთოდ, საუკუნეების განმავლობაში სექსი ტაბუირებული თემა იყო, ახლა მისი წინა პლანზე გამოჩენა და მისით მანიპულირება ძალიან ადვილია საზოგადოებაში, რომელიც თავისი ხასიათით, პრინციპში მაინც ტრადიციული რჩება. ამდენად, ადვილია, კონკრეტული პიროვნება დააშანტაჟო იმით, რომ თუ ისე არ მოიქცევი, მაშინ შენს შესახებ სექსულაურ თემას გავხსნი და გავასაჯაროვებ. ამ დროს, ჩვეულებრივი ადამიანები შობლი ვართ სექსის „მეოხებით,“ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება, ასევე ტუალეტი, საძინებელი და ყველაფერი, რაც ადამიანურთან არის დაკავშირებული. ქართულ სოციუმს აკვიატებული თემები აქვს, ჩაციკლულია სექსის თემაზე და ამ ჩაციკვლამ თავისი სახე იმ თვალსაზრისით გამოავლინა, რომ დაიწყო სექსით მანიპულირება კომპრომეტაციის კუთხით. თან ეს ბოლშევიკური გადმონაშთი და ძველი მექანიზმია, რადგან ბოლშევიკურ საზოგადოებაშიც სექსი ტაბუირებული თემა იყო და მანიპულირება ხდებოდა ხოლმე. ვიღაცა დასვამს კითხვას, დასავლეთშიც ხომ ასეაო, მაგრამ იქ  ზნეობის საკითხი მსჯელობის საგანი იყო და აქ ამ ყველაფერს ძალიან ჭუჭყიანი სახე აქვს. ეს ძალიან განსხვავებული თემებია.

-საზოგადოება თავისი მენტალობისა და პრინციპების მიუხედავად, იძულებული გახადეს, რომ ფარული ჩანაწერების სერიებზე ჰქონოდა  რეაქცია და დღესაც ამ საზოგადოების არც თუ პატარა ნაწილი მსჯელობს ასე, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირი, რომელსაც აქვს სისუსტეები და ვერ უმკლავდება, მას შესაძლო ვითარებაში ადვილად მოაქცევენ გავლენის ქვეშ და მიაღებინებენ გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფოსა და მისი ამომრჩველის ინტერესში შესაძლოა, არ შედიოდეს. რამდენად არის ასეთი პოზიცია საფუძვლიანი?

- არიან ადამიანები, რომლებიც ვნებიანიც არიან და ამასთან, დიდი ნებისყოფაც აქვთ.  სექსულობასა და თავშეკავების უნარს შორის ასეთი კორელაცია ძალიან პრიმიტიული მსჯელობაა. არსებობენ ძლიერ ვნებიანი ადამიანები, რომლებსაც ნებისყოფა და თავშეკავების უნარიც ასევე ძალიან ძლიერი აქვთ. ასეთი პირდაპირი კავშირები არ არსებობს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სოციუმი სექსუალობაზეა ჩაციკლული. საზოგადოებაში, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე  საკუთარი დედის გინება ისმის, ეს პათოლოგიაა თავისი სექსულაური ორინეტაციებით. მე მაინც დევიაციად ვთვლი მამათმავლობას, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ ელემენტარულ საუბარშიც კი ჩანს სექსუალური თემა, როგორ შეიძლება ასეთი საზოგადოება ჩაციკლული არ იყოს. სწორედ ამ ჩაციკვლის გამო ძალიან ადვილია ამით მანიპულირება. ამასთან, მეორე მომენტიც არის: ყველა ადამიანი ჩვენთან ერთმანეთით ცხოვრობს, ყველას ერთმანეთის საცვლები აინტერესებს, მთელი ამ წლების განმავლობაში მედია საცვლების გამოფენებზე არის აგებული და ესეც ახდენს გავლენას პროცესებზე.

-ცალკეული მედია საშუალების პრიორიტეტული თემა რამდენად განსაზღვრავს ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების ამინდს, როცა თავად ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობენ იმ თემებზე, რაც ხელისუფლების მოვალეობებში საერთოდ არ შედის?

-ზოგადად, მედია ორიენტირებულია ნეგატივზე, სიტუაციების ესკალაციაზე და ადამიანების ცხოვრების დეტალების გამომზეურებაზე. აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ ჟურნალისტი და მისი გადაცემა მაშინ არის წარმატებული, თუკი ადამიანს კარგად გააშიშვლებს. ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურაც დაბალია, იქ მაღალია საზოგადოების პოლიტიზაციის ხარისხი.

-პოლიტიკური კულტურა ხან მაღალი და ხან-დაბალი, წინასაარჩვენო და არჩევნების შემდგომ პერიოდებშია ხოლმე. ყოველშემთხვევაში, ასეთი შეფასებები ისმის პოლიტიკოსების მხრიდან დროის დასახელებულ პერიოდებში. ობიექტური სურათი როგორია?

- მაგალითად, „ქართული ოცნება“, როგორც კოალიცია,  უკულტურობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქვეყნის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და ამ ქვეყანაში ყალიბდება „ქართული ოცნება“, რომლის ლოცვანში ჩამოთვლილია 172 ცოდვა, რომელიც ადამიანმა უნდა მოინანიოს. აქედან ერთერთი, -ოცნება, მართლამდიდებლური ღირებულებებიდან გამომდინარე, ცოდვად არის მიჩნეული, რომელიც განიმარტება, როგორც ამაო ფიქრებში გართვა. ამ ქვეყანაში კაცი აყალიბებს კოალიციას, ამ სახელს არქმევს და სახელწოდება კიდევ, მკაფიოდ თუ არა მკაფიოდ, პარტიული დოქტრინის კოცეფციას ასახავს. გამოდის, რომ საზოგადოებას ან ცოდვილიანობისკენ უბიძგებს პარტიის მესვეური, ან ამას ვერ ითვალსიწინებს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი უკულტუროა, მან არ იცის თავისი ქვეყნის ხალხის სულისკვეთება. ფსიქოლოგიური პოზციიდან რომ ავხსნა, ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ „ოცნება“ არის პასიური მდგომარეობა და გამოდის, რომ ამ სახელწოდების პარტია მოსახლეობას პასიურობისკენ უბიძგებს. გადავხედოთ ფოლკლორს, სადაც გვყავს ნაცარქექია, მხატვრულ ლიტერატურაში გვყავს, ელიოზი, ფუფალა და სხვა...ყველა ესენი მეოცნებენი არიან, რომელიც აჩვენებს, რომ ასეთი მდგომარეობა სასიკეთოს არაფერს არ ქმნის. საზოგადოებას აქტიური, ძლიერი და რეალისტი პერსონები სჭირდება და არა მეოცნებეები. „ქართული ოცნება“ თავისი სახელწოდებიანად წარმნოადგენს კოალიციას, სადაც ადამიანებს არავითარი ღირებულება და ღირებულებათა ერთობა არა აქვთ. მათი ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფულია და ამაზეა აგებული მათი გაერთიანება.

-თუკი გავიხსენებთ, იმ დროს და ვითარებას, როდესაც არა მხოლოდ შეიქმნა „ქართული ოცნება“, არამედ მოპიოვა კიდეც მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა, იმ გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება გავამართლოთ, ან შევაფასოთ მისი შემდგომი წლების მოღვაწეობა?

-ის გადმოსახედი სიძულვილზე იყო აგებული. ადამიანებს მიხეილ სააკაშვილი ეჯავრებოდათ და ამ სიძულვილის გასაძლიერებლად მოხდა ციხის კადრების ჩვენება, რაც გამოყენებული იქნა მის წინააღმდეგ. ყოველ მომდევნო ხელისუფალს სძულს წინა ხელისუფალი და როგორც ფსიქოლოგი გეუბნებით, რომ მოძულეობას დამატებული მოძულეობა, ისევ მოძულეობას უდრის. ამით ცუდის გარდა, არაფერი არ კეთდება.

-გამოსავალი თუ არსებობს იმ რეალობაში, რომელშიც ვიყოფებით და ჰქვია თუ არა ამას ფსიქოლოგიური კრიზისი?

-ცხადია, კრიზისი ჰქვია, მაგრამ კრიზისი ყოველთვის ცუდი არ არის. მას თავისი პლიუსები აქვს. თუ ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ჩვენ უფსკრულის წინაშე ვდგავართ, ეს უკვე დადებითი იქნება. ადამიანებს ის მაინც ეცოდენიებათ, რომ სხვანაირად უნდა იცხოვრონ. მიმაჩნია, რომ სიძულვილის ფენომენის გამო, არა მხოლოდ დაძაბულუბა და კონფლიქტი იქმნება, არამედ ეკონომიკა, ლარის კურსის ვარდნა პირდაპირ არა, მაგრამ ისევ და ისევ კრიზისთან და მოძულეობასთან  არის დაკავშირებული. საზოგადოება ვითარდება მაშინ, როცა ფინანსური კაპიტალის გარდა, სოციალური კაპიტალიც გააჩნია. სოციალური კაპიტალი სამი რამის ერთობაა: ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, ადამიანები ხელისუფლებას ენდობიან, ხელისუფლება ენდობა ადამიანებს. საქართველოში ტოტალური უნდობლობაა, არადა, სოციალურ კაპიტალს თანამშრომლობის პოტენციალი ქმნის; მესამე -გამჭვირვალობაა. ბოლო კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯები არსებობს, თუმცა, ნამდვილი გამჭვირვალობისა და წესრიგიანობის მისაღწევად დიდი გზაა გასავლელი. ასეთ დროს ძნელია კითხავზე პასუხი გამოძებნო - სად არის გამოსავალი? თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი, რაც რეცეპტად შეიძლება მოგეჩვენოს, ეს არის საზოგადოების მენტალიტეტის ჭუჭყისგან გაწმენდა. კომპრომატებზე აგებული პოლიტიკა, რა პოლიტიკაა... მახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა  საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მაშინ, როცა ის მფარველობდა გიორგი მარგველაშვილს, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, გიორგი თარგამაძე გიორგი მარგველაშვილს ტელე-დებატებში „გადაუგრიხავდა“ და მოუნდა, მოსახლეობისთვის საწინააღმდეგო ეჩვენებინა. პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობს, სახელმწიფო მოღალატეობას აბრალებ, ჟურნალისტის კითხვაზე, რაიმე არგუმენტი თუ გაქვთო და არა, ეს ჩემი აზრიაო, რა ქვეყნის  გამოსოწრებაზეა საუბარი, თუკი საზოგადოების ცნობიერება ასეთი ნაგვიგსან არ გასუფთავდება?

-ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნია ქვეყნის პირველი ოფიციალური პირი აღარ არის. ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე, როცა კულუარული მმართველობის მოსალოდნელ შედეგებზე, იყო საუბარი, იმ შედეგებს დღეს ვიმკით და არა იმას, რასაც „ქართული ოცნება“ 2102 წლის 1 ოქტომბრამდე ჰპირდებოდა?

-ზუსტად ასე ვთვლი, რომ მთელი სირთულე რაც სახეზე გვაქვს და კიდევ ბევრი გველის წინ, ყველაფერი ამ კულუარული და არაფორმალური მმართველობიდან მომდინარეობს, რაც ჩვენი რეალობის ერთერთ სიმახინჯეს წარმოადგენს.

-ასეთ პირობებში, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს მომავალი საპარლამენტო არჩვენები თავისი შინაარსით და შემადგენლობით. არჩევანის რა საშუალება შეიძლება ქონდეს საზოგადოებას და რა კონფიგურაციის პარლამენტი შეიძლება მივიღოთ?

- კონფიგურაცია შედეგის დადგომას ნიშნავს და ჩემი აზრით, მომავალ პარლამენტში გამოკვეთილი უმრავლესობა არ იქნება. ამას ბევრი ამბობს და და მეც ვეთანხმები, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ შედგება. შეეცდებიან „მაჟორიტარების“ მექანიზმით რაღაცის შექმნას, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი არ ექნება. სადღაც 20%-ს დააგროვებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ორი პარტია, პრაქტიკულად ერთი მედლის ორი მხარეა, მათ ერთმანეთი სჭირდებათ და ეს თავიდანვე ჩანდა. რაც უფრო მეტი დრო გავიდა, უკეთ გამოჩნდა, რომ მათ ერთმანეთის არსებობა აწყობთ და უნდათ, რომ „სპარინგ-პარტნიორებივით“ იყვნენ პოლიტიკურ სცენაზე. ამაზე დაფუძნებული „შუა გაკრეფის“ კონცეფცია, რომელიც 2012 წელში ბიძინა ივანიშვილმა წარმოგვიდგინა. რაც მას რეალურად უნდოდა, იყო ორი რამ: გადმოეგდო მიხეილ სააკაშვილი და შუა გაეკრიფა. აი, ეს „გაკრეფილი შუა“ ახლა შემოვა ამ პოლტიკურ თამაშში. ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ალასანიას, შალვა ნათელაშვილის და ა.შ. ისინი 5%-ს გადალახავენ. ბევრი არ იქნებიან, მაგრამ 5-6 პარტია რაღაც რაოდენობის ადამიანებით აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში.  ფსიქოანალიზის მიხედვით, რაც ცნობიერებიდან განიდევნება, ის აუცილებლად ამოტივტივდება შემდგომში. ყველა ერთი კარიდან „დაპრესვას“ და „გაგდებას“, რომ მეორე კარიდან შემოვარდნა მოსდევს. მთალდ იმ რაოდენობით არა, როგორც ამ პარტიებს თავად სურთ, მაგრამ გარკვეულ ადგილს ნამდვილად დაიკავებენ. ორი „ოცნება“ და „ნაციონალები“  თავისთავად იქნებიან, მაგრამ დღევანდელის მსგავსად, მარტო ისინი აღარ იქნებიან.

„პრაიმნიუსჯორჯია“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე