სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ოთხ თვეს გაგრძელდეს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 02.10.2015
ნანახია: 2152

სირიაში რუსეთის საჰარეო-სამხედრო ძალების ოპერაცია ოთხ თვეს გაგრძელდება. ამის შესახებ სახელწმიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცახდა.

„მოსკოვში სამ ან ოთხთვიან ოპერაციაზე საუბრობენ“,- განაცხდა მან ტელეკომპანია Europa 1-თვის მიცემულ ინტერვიუში.

პუშკოვის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები სახმელეთო ოპერაციებში არ ჩაერთვებიან.

როგორც ცნობილია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშებს რუსეთის შეიარაღებული ძალებმა 30 სექტმბრიდან ახორციელებენ. რუსეთის თვდაცვის სამინისტროს მტკიცებით, განადგურებულია ისლამისტების ასაფეთქებელი ნივთიერბების მწარმოებელი ქარხანა, ტერორისტების სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალების საწყობი - სულ 10 სამიზნე. თუმცა ამის მიუხედავად დასავლეთი ეჭვობს, რომ რუსეთის ავიადარტყმები მიმართულია ბაშარ ასადის შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ. თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვას იმის შესახებ, რომ რუსული თვითმფრინავები ავიადარტყმებს ახორციელებენ იმ რაიონებში, სადაც „ისლამური სახელმიწფოს“ მებრძოლების გადაადგილება არ შეინიშნება. ვაშინგტონის განცხადებით , აღნიშნულ რაიონებში იმყოფებოდნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეიარაღებული მოწინააღმდგეები, რომლებსაც მხარს დასავლეთი უჭერს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე