„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი" - ნადია სავჩენკო შიმშილობას 6 აპრილიდან იწყებს

საქართველო, თბილისი - 18:32 | 29.03.2016
ნანახია: 1537

რუსეთში გასამართლებული ნადია სავჩენკო სოციალური ქსელების მეშვეობით, წერილს აქვეყნებს.

„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების სავაჭრო საქონელი არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ... შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში,“ - წერს სავჩენკო.

წერილი სოციალურ ქსელში მისმა მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა განათავსა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე