ლევან იზორია: ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან - საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე

საქართველო, თბილისი - 18:10 | 29.03.2016
ნანახია: 1630

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში მიმართეს საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს და მათი მხრიდან მიიღეს ინფორმაცია.

,,აქ ლაპარაკია google, -ზე facebook-ზე და „იუთუბზე“. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რაღაც ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან. საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე“, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, გარკვეულ პერიოდში არსებობდა შესაძლებლობა ფარული ვიდეოჩანაწერები ქვეყნიდან გაეტანათ.
„კადრების გატანას უნდა ერთი დღე. მე შეგნებულად გითხარით, რომ იმ პერიოდში როდესაც ოქტომბრის თვეში, თითქმის ერთი თვე შესაძლებლობა ჰქონდათ მავანთ, ეს კადრები გაეტანათ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეტანათ. რეაგირებას როგორ მოვახდენდით, როდესაც უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. შესაბამისად, შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმ მომენტში რეაგირებაზე. იმ მომენტში, ჩვენ უფლებამოსილებებს არ ვახორციელებდით“, - განაცხადა იზორიამ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის მუშაობის ანგარიში წარადგინა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე