90 წლის ასაკში ცნობილი რეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 29.03.2016
ნანახია: 2416

90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა.

ნანა მჭედლიძემ თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს დაამთავრა.

მისი გადაღებული ფილმებია: "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".

გადაღებულია ფილმებში: უსუი (2005) ჩემი ძვირფასი, სანატერელი ბაბუ (1998) ჭა (1988) მოდი, ვილაპარაკოთ (1986) ბატონი ავანტიურისტები (1985) სანამ წვიმა გადივლიდეს (1984) გზის დასაწყისი (1982) დები წყვდიადში (1981) მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981) აგვისტო (1979) იმერული ესკიზები (1979) რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1977)

ჯილდოები: თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 "ოქროს ვერძი"-ის მფლობელი, ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საქართველოს სახალხო არტისტი, სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი, ბათუმის კინოფესტივალის გრან–პრი, მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრი, ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი, ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრი, ღირსების ორდენი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე