ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 29.03.2016
ნანახია: 1454

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე რეფრენდუმის გამართავს ითხოვს.

„ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატრა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (შემადგენლობა: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა) და მათ მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“,- ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ცესკო-მ უარი თქვა  საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე სარეფერენდუმო საკითხზე.

"უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემდეგ შემადგენლობებსა და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხებს:

  • „თანახმა ხართ თუ არა ქართული ჯარის ნაწილები მსახურობდნენ საზღვარგარეთ?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე);
  • „უნდა გამოცხადდეს თუ არა დასაქმება ქვეყანაში გადასაჭრელ უპირველეს პრობლემად?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე);
  • „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგებოდეს 61 (სამოცდაერთი) წევრისგან?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი);
  • „უნდა ჰქონდეს თუ არა ამომრჩეველს მის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გამოწვევის უფლება?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი);
  • ,,გინდათ თუ არა, რომ საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ (მიუმხრობელ) ქვეყნად?”. (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი);
  • „თანახმა ხართ თუ არა პარლამენტი გადმოტანილ იქნას თბილისში?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, რევაზ ფახურიძე);
  • „თანახმა ხართ თუ არა, რომ სკოლებში ისწავლებოდეს საგანი ,,მე და საზოგადოება?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, რევაზ ფახურიძე);
  • „თანახმა ხართ თუ არა პარტიებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა 5 წლით შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, რევაზ ფახურიძე)",-ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში. 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე