შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 29.03.2016
ნანახია: 1331

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ.,

1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის შესახებ წინასწარ შეთანხმდნენ, რაც სისრულეში 23 მარტს, დილის საათებში მოიყვანეს.

ბრალდებულებმა საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტი გატეხეს, ბინაში შეაღწიეს, ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მოპარული ძვირფასეულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ზარალმა 14307 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე