12080 კგ ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 18:20 | 28.03.2016
ნანახია: 1385

ქუთაისში, 22 მარტს, 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა. კერძოდ, არადეკლარირებული ტვირთი შემოსავლების სამსახურის  მონიტორინგის  დეპარტამენტის ოფიცრებმა დაფის მარკის ავტომანქანის გადამოწმებისას, აღმოაჩინეს, რომელიც შპს „ლ-ი“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირებას ახორციელებდა. ელექტრონული ზედნადების მიხედვით, ავტომანქანაზე განთავსებული ტვირთის წონა 6 ტონა უნდა ყოფილიყო. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ჯართის საერთო წონამ 18080 კგ შეადგინა.

შესაბამისად,  დადგინდა, რომ   შპს „ლ-ი“-ს მიერ ხდებოდა 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სპილენძის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 9 ლარს, შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის 12080 კგ ჯართის ღირებულებამ შეადგინა 108720 ლარი.

საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ავტომანქანა ტვირთთან ერთად  გადაყვანილ იქნა მომსახურების სააგენტოს საწყობის ტერიტორიაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე