კომპანია ,,ნამდვილი პროდუქტები“ საგამოძიებო უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 18:15 | 28.03.2016
ნანახია: 1512

ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მყოფი კონსტანტინე შარვაშიძის ძმა, თეიმურაზ შარვაშიძე მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ  საგამოძიებო ორგანო ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს და რძის პროდუქტების კომპანიისთვის წაყენებული ბრალდებებიც სწორედ ამას უკავშირდება.

შეგახსნებეთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბაგა-ბაღების ფალსიფიცირებული კარაქის მომარაგების ფაქტზე რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა.

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ნამდვილი პროდუქტები“-ს, მფლობელები  გიორგი კვირიკაშვილს, ბიზნეს ომბუდსმენს და სახალხო დამცველს მიმართავენ. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბიზნეს ომბუდსმენს

სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს

ღრმადპატივცემულო ბატონებო,

მოგახსენებთ რომ , მე თეიმურაზ შარვაშიძე (პ/ნ 01030002003) ჩემი ძმა კონსტანტინე შარვაშიძე, მათი ოჯახის წევრები საქართველოში ბიზნესში ვმოღვაწეობთ 1995 წლიდან . ვფლობთ საშუალო სიდიდის კომპანიებს: შ.პ.ს ნამდვილი პროდუქტები, შპს ივერია აგრო, შპს ბიისი-2 ს შპს გეგი,  ს/ს ივერია 21 . ჩვენს მცირე კომპანიებში დასაქმებულია 75 მდე ადამიანი. არც მე და არც ჩემი ძმა , არც ჩვენი ოჯახის წევრები არასოდეს არ ვყოფილვართ და არც ვართ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, არც არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში.

მთელი ჩვენი საქმიანობის პერიოდში შეგნებულად არ ვცდილობდით  ბიზნესის სერიოზულად გაფართოებას  ასევე არ ვცდილობდით გვქონოდა რეკლამირებული და ცნობილი ბიზნესი იმის გამო, რომ  არ გამხდარიყავით ძველი ხელისუფლებების პერიოდში მათი მხრიდან დატერორების, ქონების წართმევის, დამცირებისა და შევიწროების ობიექტი. ჩვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთელ პერიოდში შევიცვალეთ მრავალი მთავრობა და სხვადასხვა ბიზნესგარემო , ბოლო პერიოდამდე შევძელით აგვერიდებინა უამრავი საფრთხე და შემოტევა, მაგრამ განსაკუთრებით  მძიმეა ბოლო პერიოდი: როდესაც ხდება; თანამდებობრივი ძალმომრეობა, ბიზნესზე ძეწოლა, კერძო საკუთრების მითვისება და იგნორირება სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის გამოყენება თანამდებობის პირების მიერ  კრიმინალური ბიზნესების ეგრეთწოდებული "დაქოლგვა'' კონკურენტებისა შევიწროების და ფიზიკური პირების განადგურების მიზნით.

ჩვენი ოჯახი არ მიეკუთვნება ინტრიგან და მომჩივან კატეგორიას , მაგრამ რაც ეხლა ხდება ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური ქმედების პირების მიერ ყოველგვარ საზღვრებს სცილდება, ამიტომ დაგვრჩა ერთადერთი გზა მოგმართოთ , ვითხოვოთ დახმარება და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჩვენი ოჯახის დატერორების და შევიწროების წინააღმდეგ, სიცოცხლის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის.

ეხლა კი მინდა მოგაწოდოთ კონკრეტული ფაქტები. რამოდენიმე წელიწადია ჩემი და ჩემი ძმისსაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიითვისა  თავდაცვის სამინისტრომ , ვერ ვახერხებთ კერძო საკუთრების განკარგვას , ვღებულობთ ძალინ დიდ მატერიალურ ზარალს. რამოდენიმე წელიწადია გრძელდება სასამართლო დავა .არც კომპენსაციას არ გვიხდიან , არც მიწის მონაცვლეობას გვიკეთებენ , მთელი ეს რამოდენიმე წელიწადია  აბუჩად აგდების მეთოდებით ხდება ჩვენთან ურთიერთობა და უფრო მეტიც წამოწყებულია ფარული პროცესი ჩვენი ოჯახების წინააღმდეგ  ირიბი მეთოდებით ისეთი სახელმწიფო უწყებებით როგორიცაა პროკურატურა და ფინანსური პოლიცია . (ამაზე ცოტა ქვევით უფრო დეტალურად მოგახსენებთ) .

ამჟამად პროკურატურასა  და ფინანსური პოლიციაში "მოკალათებული" ზოგიერთი თანამდებობის პირი თავის თანამდებობას ბოროტად იყენებს თავისი ნაცნობი პირებისა და ეგრეთწოდებული "დაკრიშული" კომპანიების კრიმინალური ინტერესების დასაცავად და აქედან გამომდინარე მათ ხელში არსებული ბერკეტებით ცდილობენ .ჩვენი ოჯახის წევრების შევიწროებას, დატერორებას და განადგურებას .

ჩვენი საკუთრებაში არსებული კონპანია ივერია მორსმა განახორციელა 100 მილიონიანი პარკინგების სისტემების პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქში და წლის ბოლომდე ვაპირებდით პროექტის განხორციელებას რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილილება ხელისუფლებაში მოკლათაბული პირების მიერ და დღეს განხორციელებული შეტევა არის ზუსტად კავშირში. ყველა უკანონო ქმედება მოდიდ ფინასური პოლიციისგან და მისი ხელმძღვანელისგან გიორგი ბადაშვილისგან რომელიც მანამდე იყო მთავარი პროკურორი რომლის დროსაც ჩვენი ოჯახის წევრები დაჰყავთ დაკითხვაზე და არიან ფისიქოლოგიურ ტერორში.

ახლა მინდა კონკრეტული ფაქტები მოგაწოდოთ.  2015 წლის 4 აგვისტოს  დიდუბეში ს/ს "ივერია- XXI"-ის კუთვნილ საწყობის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით ჰქონდათ აღებული საღებავების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიას შ.პ.ს პროფიკოლი+ს.   ,გაურკვეველი მიზეზების გამო  გაჩნდა ხანძარი, სადაც დაიწვა ორი ადამიანი :მამუკა რუხაძე და ----- . ხანძრის დროს შიგნით იმყოფებოდა კომპანია შ.პ.ს ბმც დისტრიბუციის  დაფუძნებელი ნოდარ გაზაევი  ასევე  მეორე დამფუძნებელი მამუკა რუხაძე (თუმცა ხანძრის დროს ნოდარ გაზაევმა მიატოვა ხანძრის ადგილი და გაუჩინარდა ამ დროს კი იწვებოდა შიგნით ბიზნეს პარტნიორი და ქონება) . დაიწვა და განადგურდა  ს/ს  ივერია 21- ის  შენობა ცეცხლი გადავიდა მეზობელი შენობებზე და განადგურდა დიდი ფასეულობა შემდეგი კომპანიების : შ.პ.ს  ნომარი ,  ....................................................................................................

ზარალი შეადგენს რამოდენიმე მილიონ ლარს .  ჩვენ გარკვეული დღეების შემდეგ მივმართეთ შპს პროფიკოლ+ ის დირექტორსა და  ნოდარ გაზაევს  მოყენებული ზარალის კომპენსაციის საკითხების განხილვისათვის , რაზედაც  ამ საკითხებზე  ურთიერთობა არ ისურვა და ამბიციურად იგნორირება გაგვიკეთა . ამის შემდეგ დაზარალებულმა კომპანიებმა ერთობლივი წერილით რამდენიმეჯერ  მოვთხოვეთ შეხვედრა რომ განგვეხილა  საკითხები მაგრამ ნოდარ გაზაევი არ შეგვხვდა .  იმის გამო რომ შეიქმნა გაურკვეველი სიტუაცია

დაზარალებულმა კომპანიებმა მივმართეთ პროკურატურას , პოლიციასა და ფინანსურ პოლიციას რადგან გაგვიჩნდა ეჭვი რომ შ.პ.ს  პროფიკოლი+ და მასთან დაკავშირებული კომპანიები ეწეოდნენ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულების დარღვევებით.

აქვე ავღნიშნავ, რომ  პოლიციაში აღძრული საქმე თითქმის არ იძვროდა  ექსპერტის დასკვნაც ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ რამოდენიმე თვის შემდეგ გაკეთდა . ეჭვსა და  გაკვირვებას იწვევდა საგამოძიებო უწყებებიდან ასეთი პასიურობა  და უმოქმედობა ასეთი სერიოზული საქმის მიმართ , როდესაც ნაკლებად სერიოზული საქმეებს  ძალიან სწრაფად  იძიებენ ხოლმე როცა აინტერესებთ .

დაზარალებულებისათვის ცნობილი გახდა რომ ძმები გაზაევები არიან რეალური მფლობელები სხვადასხვა  კომპანიების სადაც დირექტორებად და დამფუძნებლებად გაფორმებულები არიან ცრუმაგიერი პირები. იმ მიზნით რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობებს მოქმედებენ ფარულად . თუნდაც აღნიშნულ ხანძრის შემთხვევაში შ.პ.ს. პროფიკოლ+ და შ.პ.ს ბმც დისტრიბუცია ქაღალდზე არსებული ფირმებია რომელთაც რეალური ქონება არ გააჩნია . იმ მიზნით რომ რაიმე დავის შემთხვევაში,თავი აარიდონ  ფინანსური ან მატერიალური დაკისრებული ვალდებულებებს   .

დაზარალებული კომპანიების სახელით საეჭვო გარემოებების გამო მივმართეთ ფინანსურ პოლიციას და მოვითხოვეთ შეხვედრა გამძიებელ ------------ ვისაც დავალებული ქონდა ეს საკითხი ჩვენგან შესული განცხადების საფუძველზე. გამომძიებელთან  საუბარი საკმაოდ კონსტრუქციულად შედგა  სადაც მივაწოდეთ ინფორმაცია რომ ნოდარ გაზაევმა შექმნა ახალი კომპანია შ.პს. "ტექნოქიმია "  დაასაქმა იგივე ხალხი, უმოკლეს ხანში შექმნა დიდი ბრუნვები , ეწეოდა საქმიანობას სადაც იყენებდა უკანონოდ სხვა კომპანიის კუთვნილ  სასაქონლო ნიშნებს.  ასევე გამომძიებელმა მომენტალურად შეამოწმა კომპიუტერში ნოდარ გაზაევის საქმეები და მაშინვე ცნობილი გახდა მისი ეგრეთწოდებული საქმიანობის შესახებ ,გამომძიებელთან საუბარი მიდიოდა საკმაოდ კონსტრუქციული ნორმალური მიდგომით, მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ გამომძიებელი გავიდა ოთახიდან   და დაბრუნდა სახეშეცვლილი, თან შემოვიდა მისი უფროსი ლევან ზაკალაშვილი რომელმაც განგვიცხადა ,რომ ისინი არ ერევიან კერძო კომპანიების საქმეებში და არ აპირებენ  ჩვენი შესული განცხადებების განხილვას . აი აქ უკვე გაგვიჩნდა ეჭვი რომ ფინანსური პოლიცია გარკვეულ ფარულ კავშირში არის ნოდარ გაზაევის ბიზნესთან.

ასევე ძალიან ხშირად მივმართავდით დიდუბის პოლიციის სამმართველოს  რომ გაგვეგო როგორ მიდიოდა საქმე მაგრამ ვღებულობით გამომძიებლისგან პასუხს "რა ვქნა მე რასაც დამავალებენ ზევიდან იმას გავაკეთებო"

მიუხედავად იმისა რომ გაგვინადგურდა ქონება 4 აგვისტოს შემდეგ იმასაც ვერ მივაღწიეთ რომ  ხანძრის ნარჩენებისგან გავანთავისუფლოთ  ტერიტორია და დავიწყოთ მშენებლობა  ახლაც განვიცდით ზარალს. ამ მიზნით მივმართეთ პროკურორს მაგრამ პასუხი არ მიგვიღია და ამ მხრივაც სიტუაცია გაურკვეველია.

რადგანაც ხანძარი გაჩნდა ს/ს ივერია 21 ის საწყობიდან, ამიტომ დაზარალებული კომპანიების სახელით მივმართავდით სამართალდაცვით ორგანოებს რომ გამოეკვლიათ სინამდვილე და მიგვეღო კომპენსაცია. ამის შემდეგ დაიწყო აქტიური შემოტევა პროკურატურის მხრიდან  ჩემზე ჩემი ოჯახის წევრებზე და ჩემს ძმაზე კონსტანტინე შარვაშიძეზე.

პირველად დაიწყეს ჩემით თეიმურაზ შარვაშიძით საბურთალოს პროკურატურამ (პროკურორი ლია ჩადუნელი) სრულიად აბსურდული ბრალდებით კარგად შეუსწავლელი ფაქტებით და გარემოებებით წამიყენეს ბრალი ჯგუფურ თაღლითობაში იმ ფაქტზე როცა ადამიანს დავეხმარე და სიკეთე გავუკეთე. თუნდაც თეორიულად რომ დავუშვად აღნიშნული საქმე  სადავო  რომ ყოფილიყო  სამოქალაქო დავის საგანი უნდა გამხდარიყო. ჩემზე ბრალის წაყენება თვით გამომძიებელშიც გაკვირვებას იწვევდა და სულ იმას მეუბნება "ბატონო თემურ ჩვენ ვინ რას გვეკითხება ან პროკურორს ლია ჩადუნელს ვინ ეკითხება ეს სუ ზევიდან მოდისო"  მაგრამ გეგმა დაპირისპირებულ მხარეს  ჰქონდა ალბათ  ჩემი დაკავება და იზოლაცია რადგანაც პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად დაკავებას ითხოვდა  . თუმცა მოსამართლე ობიექტურად მოიქცა და აღმკვეთ ღონისძიებად დაკავება არ მიიჩნია გამართლებულად . ამჟამად საქმე სასამართლოშია მე ეჭვიც არ მეპარება რომ გავმართლდები მაგრამ ეს  ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი სტრესია თანაც ძალიან დიდი დისკომფორტია  რადგანაც მატარებენ  სასამარლოში და მაკარგინებენ უამრავ დროს იმ დროს როცა ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიკეთო საქმეს უნდა ვაკეთებდე. 

ასევე დაიწყო შემოტევა ჩემს ძმაზე კონსტანტინე შარვაშიძეზე  რამოდენიმე დღის წინ ფინანსურმა პოლიციამ "შეამოწმა" შ.პ.ს ნამდვილი პროდუქტები და ბრალი წაუყენა მას ვითომ ფალსიფიკაციის  აბსურდულ საქმეზე "კარაქში სპრედი გაურიესო"  თვითონაც ვერ გარკვეულან რას ედავებიან, მაგრამ უნდათ პრობლემებში გაგვხვიონ. აქაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ არც დანაშაული არსებობს  და თავსაც გავიმართლებთ მაგრამ რატომ უნდა ვიმართლებდეთ თავს უდანაშაულო ხალხი გასაოცარია. 

ასევე იბარებენ ისანის პოლიციაში რაღაც დაკითხვებზე ჩემი ძმის შვილს ცნობილ ექიმს ნათია შარვაშიძეს მის მეუღლეს ნარგიზა შენგელიას და ასე გრძელდება ჩვენი ოჯახის ტერორი.

მინდა აგრეთვე მოგახსენოთ რომ მე ჯერ კიდევ  90 იან წლებში  ბიზნესს ვაწარმოებდი შვეიცარიაში, აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში ,პირადი მეგობრული ურთიერთობები მაქვს საერთაშორისო კორპორაციებისა და   საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების ხელმძრვანელებთან.  ამჟამად დაგეგმილი გვაქვს მრავალათეულმილიონიანი  რამოდენიმე პროექტისგანხორციელება  საქართველოში  . თუმცა  ამ დროს( მაქვს დიდი ეჭვი) ბრძოლა მიწევს  ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში "მოკალათებულ" კრიმინალ თანამდებობის პირებთან რომელიც ვინმე გაზაევის  ბიზნესში არიან და "ქოლგავენ" . ამ ხალხისთვის არ არსებობს არც კერძო საკუთრების მცნება, არც ადამიანის უფლებები . არც ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი არც ბიზნესის განვითარება , ხალხის დასაქმება ,ზნეობა და არც მორალი. არსებობს ალბათ მხოლოდ თანამდებობრივი ძალმომრეობა, გამოძალვა, თანამდებობების ბოროტად გამოყენება კორუფცია, და ასე შემდეგ.

უმორჩილესად გთხოვთ დროულად აღმოგვიჩინოთ  დახმარება და დაგვიცვათ სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებული კრიმინალი თანამდებობის პირებისგან  რადგან არ ვიცით მათი გეგმით კიდევ რას აპირებენ. ასევე გთხოვთ ამ საკითხის განხილვა არ დაევალოს ისევ იმ პირებს რომლებიც ჩვენი დიდ ეჭვით ამ საქმის  მონაწილეები არიან  დღეს დილიდან ჩვენი ერთ-ერთი კონპანია და ბატონი კონსტანტინე შარვაშიძე მოექცა ფინანსური პოლიციის ზეწოლის ქვეშ რაც გამოიხატება მედიაში გასული სიუჟეტით თითქოსდა ჩვენს ვახდენთ რძის პროდუქტების ფალსიფიკაციას.ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია რითაც საქართველოს უზენაესი კანონი საქართველოს  კონსტიტუცია იქნა ფეხქვეშ გათელილი.მოვითხოვ სასაწრაფოდ მოხდეს მოცემულ საქმეზე რეაგირება და დამნაშავე პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა.

პატივისცემით: თეიმურაზ შარვაშიძე, ადვოკატი გიორგი ქიშმარია“


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე