მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 28.03.2016
ნანახია: 1496

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა 24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ს.-ს, საერთო წონით81,86გრამი ოქოს ნაკეთობები აღმოუჩინეს.საქონლის საბაჟო ღირებულებამშეადგინა 30945,72 ლარი.საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

მსგავსი ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თნამშრომლებმა 26 მარტსაც.საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ჰ.-ის ბარგის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმასაერთო წონით 21,72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3373,32 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3373.32 ლარის ოდენობით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე