ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება თიბისი ბანკისგან

საქართველო, თბილისი - 11:00 | 02.10.2015
ნანახია: 2129

წამახალისებელი გათამაშება თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის!  მათ, ვინც უკვე სარგებლობს ან ახლა ისარგებლებს თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ აქციაში და მოიგონ - Apple-ის პროდუქცია, ფულადი პრიზები და სუპერპრიზი -  ბინა გუდაურში

აქციის ფარგლებში შედგება სამი გათამაშება, რომლის შედეგადაც ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლები სხვადასხვა პრიზს მოიგებენ. ბინა ფინალურ ეტაპზე, 15 იანვარს გათამაშდება. გათამაშებაში მონაწილეობა შუძლია ყველას, ვინც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილბანკით ნებისმიერ ოპერაციას განახორციელებს.

თითოეული ოპერაციიდან მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის ქულებს დააგროვებენ. 5 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების 1 ბილეთს მიიღებენ. ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია:

  • ინტერნეტბანკში შესვლა - 1 ქულა
  • პირად ანგარიშებს შორის გადარიცხვა ან კონვერტაცია - 2 ქულა
  • ნებისმიერი სხვა ტიპის გადარიცხვა – 2 ქულა
  • ინტერნეტბანკით ანაბრის გახსნა ან სხვა საბანკო პროდუქტის შეძენა- 2 ქულა
  • საკრედიტო ლიმიტის ზრდა ან წინასწარ დამტკიცებული ავტომატური სესხის აღება - 2 ქულა.

მობაილბანკით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.

 დაგროვილი ბილეთების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები მოკლედ ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ. გათამაშების გამარჯვებულები 11 ნოემბერს, 11 დეკემბერს და 15 იანვარს გახდება ცნობილი.

  • 11 ნოემბერს გათამაშდება 10 iPad mini
  • 11 დეკემბერს - 10 iPhone6

15 იანვარს, ფინალურ ეტაპზე, 10 გამარჯვებულს გადაეცემა 1000 ლარი, ხოლო სუპერ პრიზის მგლობელს - ბინა გუდაურში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე