რეზო სტურუას პოეზიის საღამო - „ფიქრების ფანჯარა“...
საქართველო, თბილისი - 14:47 | 28.03.2016 ნანახია: 1724„მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა“, „ფიქრების ფანჯარა“, „დარდის ხიწვები“, „დღეები, თეთრი მარგალიტები“... _ ოთხი კრებული და ერთი ორტომეული. ლექსები, რომლებიც გულიდან ამოდის და გულთან მიდის! და პოეზიის საღამო „ფიქრების ფანჯარა“ _ ერთმოქმედებიანი სპექტაკლი რეზო სტურუას ლექსების მიხედვით.
„ახლა, ამ ბოლოს / უფრო ხშირად / მეკითხებიან, / ამ უღმერთობას, / ამდენ ცოდვილს / რა ეშველება?! / ადამიანის სიცოცხლის დრო / ამ ქვეყანაზე / საკმარისია / მოკლეა, თუ გრძლად მეჩვენება?! / მე კი ვპასუხობ: / გააჩნია, / როგორ შეხედავ, / დასაგროვებლად ცოდვებისთვის / ალბათ გრძელია, / მაგრამ მოასწრო, / ის ცოდვები / მოინანიო / ერთ ცხოვრებაში / დამერწმუნეთ / მეტად ძნელია“, _ ამ სტრიქონების ავტორს, პროფესორ რეზო სტურუას, 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“ უმასპინძლებს. სპექტაკლის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მაესტრო ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.
ეს არის ბოლო პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური და ორიგინალური, სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ჭანტურია, დავით გურგენიძე, გაგი მეგრელიძე, გვანცა ბეროშვილი, მინდია ქიტიაშვილი, ლაშა შარაშენიძე, მარიამ მაღლაკელიძე, მარიამ ბოჭორიშვილი, შოთა კენჭიშვილი, ათანასე გუგუნავა, ანა ჩიტიაშვილი, გიორგი ანთიძე, გიორგი ლომიძე, ოთო დვალიშვილი.
სპექტაკლში გამოყენებული იქნება გალაკტიონ ტაბიძის, რამაზ ჩხიკვაძისა და ჯანსუღ კახიძის ხმები ჩანაწერთა ოქროს ფონდიდან, ასევე, ნაწყვეტები გია ყანჩელის, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების, ჯემალ სეფიაშვილის, ბახის, ლისტის, შოპენის, მოცარტის, კრეისლერის, გარდელის, ლე პერას და დონიცეტის ნაწარმოებებიდან. მაყურებელი იხილავს ნაწყვეტებს უილიამ შექსპირის პიესებიდან „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „რიჩარდ მესამე“. ღონისძიების წამყვანია ჯემალ გაბათაშვილი, მუსიკალურად კი საღამოს გააფორმებენ თეონა ცინცაძე (ფორტეპიანო), ქეთევან ექვთიმიშვილი (ვიოლინო).
დაბოლოს, რეზო სტურუას ლექსების ერთ-ერთი კრებულის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი წერს: “პოეტი და პოეტური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის: გასაოცრად რეზონანსულია პოეტის ფიზიკურ-სხეულებრივი ნატურა მისი პოეტური სამყაროს თემებთან და მოტივებთან, მისი ლექსების რიტმში ახმიანებული სამყაროს სუნთქვასთან...
რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუო ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლედ მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია. ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება... ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”.
პოლიტიკა
- კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
- გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
- ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი
- საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“
- თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს
- ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა
- 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა