(ვიდეო) „ვისოლის“ ნაკურთხი ბენზინით 2-ჯერ მეტ მანძილს გავდივართ, ნაკურთხი „დონატი“ ეშმაკის შეჩენისგან დაგვიცავს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 28.03.2016
ნანახია: 1663

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო გავრცელდა, სადაც „დანკინ დონატსის“ ერთ-ერთი რესტორნის კურთხევა მიმდინარეობს.

კურთხევის ცერემონიალს ესწრება „ვისოლი ჯგუფის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძეც. ვიდეომ სოციალური ქსელების მომხარებლების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოწივია.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე წერს:

„მას შემდეგ, რაც ვისოლის ნაკურთხი ბენზინით ორჯერ მეტ მანძილს გავდივართ, კომპანიამ კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა ერთგულ მომხმარებლებს: დონატსის „პონჩიკები“, რომლებიც ახლახან აკურთხეს, თურმე ეშმაკის შეჩენისგან დაგვიცავს. ჯერჯერობით ერთი დონატსი მხოლოდ ერთ ავ ზრახვაზე აგვაღებინებს ხელს. შემდგომში მისი სასწაულმოქმედება კიდევ უფრო გაუმჯობესდება. დეპუტატებს და მთავრობას უფასოდ დაურიგებენო, თანაც დღეში შვიდ ცალს“.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე