მურმან დუმბაძის ძმა გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 28.03.2016
ნანახია: 1439

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ძმის, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის გურამ დუმბაძის და 8 მეზობლის ოჯახი გაქურდეს.

როგორც adjaratv ოჯახზე დაყრდნობით იუწყება, მოპარულია ტექნიკა. გარდა ამისა, დასახლებიდან გატაცებულია ერთი ავტომობილიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ მოხდა ქურდობის სამი ფაქტი და ერთი ავტომანქანის გატაცება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე